ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში, ილიას დაბადებიდან 185 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. ქალაქ ბათუმის მე-4 და ბათუმის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული სკოლის მოსწავლეებს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი ესაუბრა ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე.